ირაკლი კობახიძემ მუსლიმებს რამადან ბაირამი მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

პრემიერმა მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მუსლიმი თემი ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და განსაკუთრებით ძვირფასია მეგობრობის ის ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის.

„მიხარია, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად, ჩვენს მუსლიმ ძმებთან ერთად. მინდა, გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე, რამადანის მარხვის დასრულება, თქვენი რწმენის უდიდესი დღესასწაული, რომელსაც ყველა განსაკუთრებულად აღნიშნავთ. თქვენთან ერთად, მინდა, მივულოცო საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს, ჩვენი მუსლიმი თემის თითოეულ წარმომადგენელს.

ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ურთიერთობით, ძმობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ ქრისტიანებსა და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს შორის. თქვენი უნიკალური კულტურა არის ჩვენი ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილი.

ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთად ვშრომობდით, ერთად ვიბრძოდით ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისთვის, მისი წინსვლისა და განვითარებისთვის. ეს არის ის ურთიერთობა, ძმობა, რომელსაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა, ბედნიერება თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს. გილოცავთ და უღრმესი მადლობა“,
– აღნიშნა პრემიერმა.

ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ ქართველი მუსლიმები რამადან ბაირამს დღეს აღნიშნავენ.

თბილისის მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, აგრეთვე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, ეტიბარ ემინოვმა, საქართველოს შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა და დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ.

მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერებმა პრემიერ-მინისტრს დღესასწაულის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადეს და მუსლიმთა სამმართველოს სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.

თბილისის ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდნენ აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები