შოლცი კობახიძეს: იმედი მაქვს, პარლამენტი არ მიიღებს ამ კანონს
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდა.
განცხადების დროს ოლაფ შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კვლავ უკან გაიხმობს რუსულ კანონს.

„ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი „აგენტების შესახებ“ კანონს. მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, იმედი გვქონდა, ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ის თითქმის იგივეა, რაც შარშან და დიდი იმედი გვაქვს, ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას.

ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციის და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის.

მოხარული ვართ, რომ ბევრი რეფორმა ტარდება, რომელიც უნდა გაგრძელდეს, სასამართლოს რეფორმას ვგულისხმობ, საპარლამენტო კონტროლის და დეოლიგარქიზაციის რეფორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია. საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს, ესაა საფუძველი კანდიდატის სტატუსის პროცესის შემდეგი განვითარებისთვის“,
– განაცხადა შოლცმა და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა [თარჯიმანის სინქრონული თარგმანი].

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები