რატომ უნდა გაუქმდეს ნოვრუზის დღესასწაულზე კომენდანტის საათი - აქტივისტების განმარტება
აზერბაიჯანული თემი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე კომენდანტის საათის ერთი დღით მოხსნას ითხოვს. სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე, კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე მიმართეს.

დღეს, 12 მარტს, თემის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საკუთარი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერეს და ნოვრუზ ბაირამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ჩვენ გვესმის და გააზრებული გვაქვს, რომ ამ პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანია გარკვეული შეზღუდვების დაწესება, მაგრამ იმის გათვალისწინებითმ, რომ ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაცია შემცირებულია ჩვენ, საქართველოს აზერბაიჯანულ თემს, მიგვაჩნია, რომ 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამის დღეს, ერთი დღით უნდა გაუქმდეს კომენდანტის საათი“. - განაცხადა პლატფორმა „სალამის“ წევრამ ბენიამინ კასიმოღლუმ

კასიმოღლუს განმარტებით, 2020 წელს აზერბაიჯანულმა თემმა ბაირამის აღნიშნვა სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო საერთოდ ვერ შეძლეს.

„ამ დღესასწაულის არსი იმაშია, რომ საღამოს საათებში იმართება ძირითადი აქტივობები, ეს იქნება სტუმრობა, ცეცხლის დანთება თუ სხვადასხვა ტრადიციული რიტუალები. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ნოვრუზ ბაირამის აღნიშნვა იქნება საქართველოსთვის ინტერეთნიკური სოლიდარობისა და მრავალფეროვნების მაგალითი“ - განაცხადა ბენიამინ კასიმოღლუმ

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაურ ხალილოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის კანცელარიას შესაბამისი განცხადებით 11 მარტს მიმართეს, ახლა კი მთავრობისაგან პასუხს ელოდებიან.

„წინა წელს ახალი იყო კორონავირუსი ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსათვის და რა თქმა უდნა, ჩვენ გავიაზრეთ ის საფრთხეები, რაც კორონავირუსის გავრცელებას უწყობდა ხელს და ამის გამო გადაიდო ბაირამის აღნიშვნა და შესაძლოა ითქვას, რომ არ ჩატარებულა ღონისძიებები, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ადამიანები ამისათვის. დღეს, ვითარება შეცვლილია. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთი დღით, გადაადგილების შეზღუდვა უნდა მოიხსნას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა დანარჩენი რეკომენდაცია და შეზღუდვები დაცული იქნება“. - განაცხადა ზაურ ხალილოვმა

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი ნოვრუზის დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადებისთვის ადვოკატირების კამპანიებს აწარმოებს.

"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.

2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.



რადიო „მარენული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები