აფხაზეთის ომში დაღუპული ენვერ ჰუმბათოვის უკვდავსაყოფად მარნეულის მერიაში 1 300 ხელმოწერა შეიტანეს
დღეს, 29 დეკემბერს აფხაზეთის ომში დაღუპული ენვერ ჰუმბეთოვის სახელის უკვდავსაყოფად შექმნილი პეტიცია მარნეულის მერიას წარუდგინეს. პეტიციის წარდგენას აქტივისტებთან ერთად ჰუმბეთოვის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა რადიო "მარნეულთან" საუბრისას აცხადებს, რომ პეტიციასთან ერთად მერიაში 1 300 მარნეულელის ხელმოწერაც დაარეგისტრირეს.

„მართალია პეტიციის დაწყების პროცესი 2020 წელს დაიწყო, უბრალოდ ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გამო ადამიანებთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ, ხელმოწერების შესაგროვებლად პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ დღეს ხელმოწერები უკვე შევაგროვეთ. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის მიხედვით, მარნეულის მოსახლეობის 1%-ის ხელმოწერა შევაგროვეთ. 200-300 ხელმოწერით მეტიც კია შეგროვებული რათა შემდეგ რამე პრობლემა არ შეიქმნას".

სამოქალაქო აქტივისტმა პეტიციის შედგენის მიზეზებზეც ისაუბრა.

„პეტიციის დაწყების ძირითადი მიზანი ადგილობრივ აზერბიჯანლებს და ქართველებს შორის სოლიდარობის შექმნა და ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა, ადგილობრივ მაცხოვრებლებში პატრიოტიზმის გაძლიერებაა. მარნეულელი კაცი საქართველოსათვის მნიშვნელოვანი მიწებისათვის იბრძოდა და სამშობლოს თავი შესწირა. ჩვენ, მარნეულელები ძალიან ვწუხვართ, რომ დღეს ასეთი გმირის სახელობის არც ქუჩა და არც მემორიალი არაა მარნეულში. სამწუხაროდ, ხელმოწერების შეგროვების დროს სოფლებში მეკითხებოდნენ ეს ადამიანი ვინააო, ჩვენ მის შესახებ არაფერი ვიცითო, მაგრამ რეალურად ეს ადამიანი საქღთველოს ისტორიის ძირითადი სახეებიდან ერთ-ერთია".

ბაირამოვას თქმით, ენვერ ჰუმბათოვის ოჯახის წევრები პეტიციის წარდგენის შემდეგ მარნეულის მერს ქენან ომაროვს შეხვდებიან. სამირა ბაირამოვა აცხადებს რომ ჰუმბათოვის ოჯახის წევრების ნაწილი რუსთავშიც ცხოვრობს. ასევე, ჰუმბეთოვმა განათლების მიღება რუსთავში მე-13 სკოლაში გააგრძელა, ამიტომ რუსთვაის მერსაც ოფიციალურად მიმართეს.

„რუსთავის მერიასაც განცხადებით მივმართე. ენვერ ჰუმბეთოვმა ქალაქ რუსთავში, მე-13 სკოლაში, გააგრძელა განათლების მიღება. ქალაქ რუსთავში, სკოლაში მის სახელზე ერთი დაფის დადგმა და ასევე ქალაქ რუსთავში მისი სახელის გაცოცხლებისთვის რაიმე აქტივობის განხორციელება ვთხოვეთ რუსთავის მერისგან. ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რეჟისორებთან ლაპარაკობენ და მის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებაცაა გათვალისწიებული, ამის შესახებ მოლაპარაკეკები მიდის და ამას მივაღწევთ. ვფიქრობ, რომ იმ ადამიანის სახელის ამაღლება უნდა მოხდეს რომელიც დღეს ჩვენ თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის იბრძოდა. ეს ჩვენი სინდისის ვალდებულებაა“.

აღსანიშნავი რომ ენვერ ჰუმბეთოვი მარნეულის სოფელი ალგეთიდან იყო. ის აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. ჰუმბეთოვმა ომში 25 ადამიანი გადაარჩინა, მაგრამ თავად გარდაიცვალა.

ენვერ ჰუმბეთოვი „ვახტანგ გორგასლის“ მედლით არის დაჯილდოვებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები