შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 3 პირი დააკავა
10:07 / 11.11.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი: 1981 წელს დაბადებული დ.წ.,
1989 წელს დაბადებული ა.გ. და 1979 წელს დაბადებული თ.გ. ფონიჭალის
დასახლებაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრა
ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია
შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე,
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.