ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $600 მილიონით შემცირდა
Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით,
საქართველოს ექს-პრემიერის და მმართველი პარტიის ხელმძღვანელის ბიძინა
ივანიშვილის ქონება ერთ დღეში - 22 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე
პერიოდში $600 მილიონით შემცირდა.
ამჟამად გამოცემას სიაში ერთადერთი ქართველის ქონება 4.97 მილიარდ
დოლარად აქვს შეფასებული, რაც 10.8%-ით ნაკლებია ორი დღის წინანდელ
მაჩვენებელზე.
ჯამში, წლის დასაწყისიდან ივანიშვილის ქონება 825 მილიონი დოლარით ანუ
14.2%-ით შემცირდა.
ინდექსის მიხედვით, ივანიშვილის ქონება ბოლო 5 წლის განმავლობაში
ყველაზე მეტად არის შემცირებული.
რამ გამოიწვია ერთ დღეში ივანიშვილის ქონების მსგავსი ვარდნა,
გამოცემას დაკონკრეტებული არ აქვს.
Bloomberg-ზე ნაკლებად აქვს შეფასებული ივანიშვილის ქონება Forbes-სს.
კერძოდ, 2018 წლის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ის
456-ე ადგილს იკავებს 4.6 მილიარდი დოლარით.
გამოცემას წლის განმავლობაში საქართველოში ერთადერთი მილიარდერის
ქონება არ განუახლებია.
წყარო: bm.ge