რუსლან გაჯიევი საქართველოში არ ყოფნის გამო, ნარიმანოვის პარკთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ვერ ესწრება
რუსლან გაჯიევი საქართველოში არ ყოფნის გამო, ნარიმანოვის პარკთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ვერ ესწრება

მარნეულის კულტურის ცენტრის წინ მდებარე პარკს შესაძლოა მერაბ კოსტავის სახელი მიანიჭოს. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას მარნეულელმა აქტივისტმა ირაკლი ქველაძემ თქვა.

კულტურის სახლისთვის ნარიმან ნარიმანოვის სახელის მინიჭების ცვლილებას გარდა, პარკში მდებარე ნარიმანოვის ძეგლის აღებაზეც გავრცელდა ინფორმაცია.
ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გადატანასთან დაკავშრებით მარნეულელი მაჟორიტარი, რუსლან ჰაჯიევი თავის ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„მეგობრებო, ბოლო დღეებში, ქალაქ მარნეულში მდებარე კულტურის სახლის წინ არსებული ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის სხვაგან გადატანა ან აღებასთან დაკავშირებით ჭორები ვრცელდება. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ნარიმანოვის ძეგლი კულტურის სახლის წინ იყო, არის და იქნება მომავალშიც. ეს თემა არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში განხილვის თემა არ არის. ამჟამად არ ვიმყოფები ქვეყანაში და ამიტომ ღონისძიებებში ვერ ვიღებ მონაწილეობას. გთხოვთ, ჭორებს ნუ უჯერებთ, ამას ვაფასებ როგორც პროვოკაცია. -წერს რუსლან გაჯიევი.

აღსანიშნავია, რომ მარნეულელმა ფუად გახრამანოვმა, 6 აგვისტოს მარნეულის კულტურის სახლისთვის ნარიმან ნარიმანოვის სახელის მინიჭება მოითხოვა. მანამდე კი 13 ივლისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებაზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ორგანიზატორებიდან ერთ-ერთმა, აზერ მამედოვმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ქუჩის, სკოლის, კულტურის სახლის სახელწოდების შეცვლა ეთნიკურად აზერბაიჯანლებს აწუხებს და ამას დისკრიმინაციად აღიქვამენ. ასევე, მარნეულელმა აქტისვისტმა ირაკლი ქველაძემ პარკისთვის მერაბ კოსტავას სახელის მინიჭებისთვის 11 ივლისს ეთნიკურად ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი აქტიური ახალგაზრდების ხელმოწერები შეაგროვა და მერიას ოფიციალური წერილით მიმართა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები