მარნეულში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა
დღეს, 19 მაისს მარნეულში რიგგარეშე მერის არჩევნები იმართება.


ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად

მარნეულში ამომრჩეველთა რაოდენობა 99 717-ია , რაც საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით 544 ამომრჩევლით არსი გაზრდილი ( 99 173 ამომრჩეველი).

მარნეულის 22-ე ოლქი 90 საარჩევნო უბანია,

მათშორის

15 მარნეულში მდებარეობს, 84 კი სოფელშია განაწილებული. ყველა უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა.

მარნეულის მერის

რიგგარეშე არჩევნებში 15 კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა მათგან ოთხი ძირითადი გამოიკვეთა.

სამ პარტიულ და ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს, მათი აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის

გამო, მოსახლეობა ყველაზე კარგად იცნობს. მერობისთვის „ევროპული საქართველოდან“ ახმედ

იმამკულიევი, „ერთიანი ნაციონალური

მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციიდან“ აგილ მუსტაფაევი, „ქართული ოცნებიდან“ ზაურ

დარგალი და დამოუკიდებელი კანდიდატი, ახალგაზრდა იურისტი ალი ბადიროვი იბრძოლებენ.

საარჩევნო პროგრამაც მხოლოდ ამ ოთხ კანდიდატს აქვს.

მარნეულის მერის პოზიციას გამარჯვებული 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე დაიკავებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები