მერიამ 11 მანქანის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურეობის შესყიდვისათვის 443 188 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვისათვის მერიამ 443 188 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სწორედ ამ თანხაში უნდა უზრუნველყოს გამარჯვენბულმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში 11 მანქანის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

პრეტენდენტი ვალდებული იქნება ავტომობილებს გაუწიოს შემდეგი სახის ტექნიკური მომსახურება:

- პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება;
- შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა ტიპის მომსახურება.
აღნიშნული მომსახურება მოიცავს შემდეგს:
• სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა;
• კომპიუტერული დიაგნოსტიკა;
• დიაგნოსტიკა (სავალი ნაწილი, ძრავი, ძალოვანი აგრეგატები, ძარა);
• საბურავების დაშლა-აწყობა, შეკეთება-ბალანსირება;
• განშლა, ნახარის გასწორება;
• ალუმინისა და რკინის მასალის დისკების შეკეთება;
• სალონის შეკეთება (ტორპედო, კარებები, საბარგული, ჭერი და სხვა);
• ელ. სამუშაოები და სხვა.


აღნიშნული ტენდერი მერიამ 26 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 1-ლი იანვრიდან 3 იანვრამდე პერიოდში შეეძლებათ. მიწოდების ვადა:ხელშეკრულების გაფორმებიდან მომსახურების ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შესწორება: ირკვევა, რომ მარნეულის მერიას 11 მანქანის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება ერთი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 30 500 ლარი უჯდება. რაც  შეეხება ზემოთ აღნიშნულ 443 188 ლარს, ეს თანხა, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები