ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 000-ს აჭარბებს
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 004-მდე გაიზარდა, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები კი 74 000-ს აჭარბებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ჰუბეის პროვინციაში პაციენტების სამედიცინო ისტორიებს შეამოწმებენ და ტესტს ჩაუტარებენ ყველა პაციენტს, რომლებსაც, 20 იანვრის შემდეგ, სიცხე ან ხველა ჰქონდათ, ან სიცხისა და ხველის მედიკამენტი შეიძინეს.

ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ვირუსის ახალმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კლების ტენდენციის მიუხედავად, ჯერჯერობით ნაადრევია იმის პროგნოზორება, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიასთან დაკავშირებული მოვლენები მომავალში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები