საზღვარგარეთ სტიპენდიით სწავლის შესაძლებლობებზე მარნეულელ ახალგაზრდებს ინფორმაციას მიაწვდიან

22 თებერვალს მარნეულის ჩაის სახლში საზღვარგარეთ განათლების მისაღებად სტიპენდიის მოპოვებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართება.



ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება რომელსაც ორგანიზებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "Rhazes Global", „განვითარების და განათლების ცენტრის“ მხარდაჭერით, გაუწევს.

ღონისძიებაზე "Rhazes Global"-ის საქართველოს ოფისის დირექტორი შაჰსუვარ აჯიზადე იტალიასა და ჩინეთში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობებზე ისაუბრებს.

ღონისძიების ძირითდი მიზანი მარნეულელი ახალგაზრდების ინფორმირებულობაა. შეხვედრაზე დასწრება თავისაუფალია.

უცხოეთში სტიპენდიით განათლების მიღების მსურველებისთვის განაცხადების მიღება 21 მარტამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ "Rhazes Global" საერთაშორისო საკონსულტაციოა კომპანია საქართველოსთან ერთად 9 ქვეყანაშიც ფუნქციონირებს.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები