სიახლე
ფინანსთა მინისტრი: ტელევიზიები დაგროვილ დავალიანებებს 5 წლის განმავლობაში გადაიხდიან
ტელევიზიები დაგროვილ დავალიანებებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში გადაიხდიან, - როგორც ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ტელევიზიებმა დავალიანებების გადანაწილების შესახებ სამინისტროში წინადადებები წარადგინეს.

"რაც შეეხება ზოგიერთი ტელევიზიის დავალიანების საკითხს, გასული წლის ბოლოს ჩვენ აქტიური კომუნიკაცია დავიწყეთ ტელევიზიებთან. მათი მხრივ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო გეგმა, თუ როგორ მოხდებოდა დაგროვილი დავალიანების დაფარვა. ტელეკომპანიების მიერ უკვე წარმოდგენილია წინადადებები დავალიანებების დაფარვის კუთხით. წინადადებების მიხედვით ისინი მომდევნო 5 წელის განმავლობაში შესაბამისი გრაფიკით უზრუნველყოფენ დეკლარირებული გადასახადების გადახდას. აღნიშნული გრაფიკი ტელეკომპანიებს საშუალებას მისცემს, არ შეწყვიტონ მაუწყებლობა და სრულად დაფარონ დაგროვილი საგადასახადო ვალდებულებები", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის: საუბარია სამ ტელევიზიაზე და შესაბამისად, მათ მიერ წლების განმავლობაში დაგროვილ საბიუჯეტო დავალიანებაზე: "რუსთავი 2" - 28 მლნ ლარი, "იმედი"-19 მლნ ლარი და "მაესტრო"- 8 მლნ ლარი.

წყარო: bm.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია