მარნეულის მერია ხუთ ახალ ავტობუსს შეიძენს. მარნეულის
მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ავრობუსების შესაძენად
ტენდერი დღეს, 19 მარტს, გამოაცხადა.
სატენდერო წინადადებეის მიხედვით, მერია ავტობუსების შესაძენად 1 335
000 ლარს დახარჯავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელ სამარშრუტო ხაზზე
იმოძრავებენ ავტობუსები, ტენდერის სახელწოდებიდან გამომდინარე,
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 5 ახალი ავტობუსი ქალაქ მარნეულს
მოემსახურება.
ქალაქ მარნეულში მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო
საზოგადოებრივი ავტობუსების შესყიდვის ტენდერში მონაწილე კომპანიებს
სატენდერო წინადადებების წარდგენა 15-დან 20 აპრილამდე პერიოდში
შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მარნეულის
მუნიციპალიტეტში
ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა ორი კვირის განმავლობაში
აკრძალულია.
რადიო „მარნეული“