„კორონავისრუსისთვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი არ გვაქვს“ - კორონავირუსით ინფიციებულის ოჯახის წევრი

„კორონავისრუსისთვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი არ გვაქვს“ - კორონავირუსით ინფიციებულის ოჯახის წევრი.


22 მარტს, მარნეულში მცხოვრებ 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. მარენულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკიდან ის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ოჯახის წევრები ჩვენთან საუბარში ამბობენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობენ, ოჯახისწევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 მარტს, 00:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

 

Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები