კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის ძმისთვის ტესტის პასუხები უცნობია


კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრმა, რომელსაც რადიო „მარნეული“ ესაუბრა, ტესტის პასუხები ჯერ არ უცნობებიათ.


გუშინ მოვიდნენ სახლში ტესტის ასაღებად. ამის მერე არაფერი მომხდარა. პერიოდულა მოდიან გვამოწმებენ. ანალიზების პასუხები დღეს უნდა გახდეს ცნობილი. რაც ჩემ დას ეხება, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მის შესახებ მხოლოდ ტელევიზიით თუ გავიგებთ რამეს. ხან კარგად არისო, ამბობენ, ხან ცუდადო“, - ამბობს ინფიცირებული ქალის ძმა.

კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის ოჯახის წევრები თავს კარგად გრძნობენ. ძმის ინფორმაციით, მათ არ აწუხებთ ყელის ტკივილი, ხველა და არ აქვთ სიცხე. ოჯახს ხშირად სტუმრობს ექიმი და ამოწმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ოჯახის იმყოფება კარანტინში. კლინიკაში ამ დროისთვის არავინ გადაუყვანიათ.

მარნეულელ ქალს კორონავირუსი 22 მარტს დაუდგინდა. ამ დროისთვის ის თბილისში ... კლინიკაში მკურნალობს. ვინაიდან პაციენტს საავადმყოფოში მოხვედრამდე ბევრ ხალხთან ჰქონდა შეხება, 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო და მუნიციპალიტეტები ჩაკეტა.

Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19 მარნეული
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები