სიახლე
მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო დადგენილია - პაატა იმნაძე
მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო დადგენილია. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქალი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, მისი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა, რომელიც მანამდე სხვა ქვეყანაში იმყოფებოდა.

„შეგვიძლია უკვე დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის ინფიცირების წყარო პრინციპში დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ ინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან“, - აღნიშნა იმნაძემ.

კორონავირუსი დაუფიქსირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორსულსაც, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა მარნეულელ ქალთან.

საქართველოში ამ დროისთვის  79 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა ცნობილი.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია