დღეს ცნობილი გახდა, რომ ონის არჩეულმა მერმა ემზარ საბანაძემ
თანამდებობა დატოვა. მიზეზი უცნობია.
ის bm.ge-ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
მერის პრეს-სამსახურმა კი, თავად ფაქტი დაგვიდასტურა. „ფაქტს
გიდატურებთ, მაგრამ მიზეზები ჩემთვის უცნობია“, - უთხრა bm.ge-ის
პრესსამსახურის თანამშრომელმა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მერთან ერთად პოსტი მისმა პირველმა
მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემაც დატოვა.
Tv “იმედის“ ინფორმაციით,ორივემ გადადგომის შესახებ განცხადებები
პარასკევს, 3 აპრილს დაწერეს. ვინ შეასრულებს მერის და მისი მოადგილის
მოვალეობას, ჯერჯერობით, უცნობია.
ცნობისთვის: ემზარ საბანაძე შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის
მამაა.
წყარო: bm.ge