მარნეულის მერია მიწის ნაკვეთების დახვნაში მხოლოდ სოციალურად დაუცველებს დაეხმარება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მიწის ნაკვეთების დასახნავად მოსახლეობისათვის დახმარებებზე არ უმსჯელიათ.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტიდან ჩაკეტილია. შეჩერებულია ყველა სახის ბიზნეს ობიექტის მუშაობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. მოსახლოების ნაწილმა შექმნილი ვითარების გამო სამსახური დაკარგა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მიწის ნაკვეთების დახვნაში მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარება.

მერიის პროგრამა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველებს მიწის ნაკვეთების დამუშავება შეუძლიათ, მუნიციპალიტეტში მესამე წელია მიმდინარეობს.

„პროგრამაში ჩართვის მსურველი ჩვენს სამსახურს „სუფთა მარნეულს“ უნდა დაუკავშირდეს და ისინი განახორციელებენ შემდგომ სამუშაოებს“ - თქვა ლაშა ლობჯანიძემ

მარნეულის მერის მოადგილემ რადიო „მარნეულთან“ განაცხადა, რომ მერიაში პროგრამაში ჩართვის მსურველთა წრის გაფართოებაზე, ჯერ-ჯერობით, არ უმსჯელიათ.

სოფლის მეურნეობით დაკავებულ ადამიანებს მიწის ნაკვეთების დახვნაზე შეღავათს არ გაუკეთებს სოფლის მეურნეობის სამინისტროც. სამინისტროს ცხელ ხაზზე რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ ამ დროისათვის მოსახლეობისათვის მიწის ნაკვეთების დასახნავად დახმარების პროგრამები არ არსებობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები