მარნეულის 2 145 აღსაზრდელს პროდუქტები დაურიგეს
მარნეულის მუნიცპალიტეტის 2145 აღსაზრდელს ორი თვის საკვები პროდუქტები დაურიგდათ. ამის შესახებ ინფორმაცია მარეულის ბაგა ბაღების უფროსმა ზაურ ქარამოვმა გვითხრა. გთავაზობთ ერთჯერადად გაცებული 60 დღის პროდუქტის ჩამონათვალს:

ორცხობილა - 500 გრამი
ბრინჯი - 500 გრამი
მაკარონი - 1 კგ
შაქარი - 1კგ
ზეთი - 1 ლიტრი
კარაქი - 400 გრამი
შესქელებული რძე - 3 ქილა
კარტოფილი - 5 კგ
სტაფილო - 1 კგ
ხახვი - 500 გრამი
ხილის წვენი - 4 ლიტრი
კვერცხი - 10 ცალი


რადიო „მარნეული“ სამი შვილის დედას ელაპარაკა, რომელმაც აღნიშნული პროდუქტები რამდენიმე დღის წინ ორ შვილზე მიიღო. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ პირად საუბარში აღნიშნა, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავს თუ რამენი ხანი შეიძლება ეყოს აღნიშნული პროდუქტები, თუმცა მბობს, რომ ბაგა-ბაღების მხრიდან გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობელია.

ზაურ ქარამოვის თქმით, ორი თვის საკვები პროდუქტებისათვის მათ 130 000 ლარი გამოჰყვეს. თუ რამდენი თანხა დაიხარჯა კონკრეტულად და თითო ბავშვის სასურსათო კალათის ღირებულება რამდნ ლარს შეადგენს, როგორც ქარამოვი ამბობს, ამას სავარაუდოდ, თვის ბოლოს, ანგარიშის ჩაბარების შემდეგ გაასაჯაროებენ.

სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4 მარტს შეწყდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები