ირაკლი ოქრუაშვილი - ბიძინა ივანიშვილს სამი არჩევანი აქვს - კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი - ძალიან ცუდი არჩევანი არის იქ გადასვლა, სადაც გუშინ მე და გიგი ვიყავით
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მას ბიძინა ივანიშვილისთვის მხოლოდ კარგი უნდა.
როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, ივანიშვილის სულ 3 არჩევანი აქვს - კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი.

„ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს 3 არჩევანი - კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. მე მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ. კარგი არის ხელისუფლების ცვლილების შედეგად ოპოზიციაში გადასვლა; ცუდი არის პოლიტიკის და ქვეყნის დატოვება; ძალიან ცუდი არის იქ გადასვლა, სადაც გუშინ მე და გიგი ვიყავით. ის რას აირჩევს მე ვერ გეტყვით, ხანდახან მისი ქმედებები ლოგიკაში არ ჯდება,“ - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები