სიახლე
ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებულ დერეკ შოვინს ბრალი დაუმძიმეს, სამ პოლიციელს კი - ბრალი წაუყენეს
მინესოტას შტატის პროკურატურამ ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელს ბრალი წაუყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, დერეკ შოვინს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს, ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა, ინციდენტში მონაწილე კიდევ სამი პოლიციელი კი დააკავეს და ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში თანამონაწილეობისა და ხელშეწყობისთვის წაუყენეს.

აღსანიშნავია, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიციელს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობისათვის, 25 მაისს, 48 წლის აფრო-ამერიკელმა მამაკაცმა ჯორჯ ფლოიდმა გონება დაკავების დროს დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სოციალურ ქსელში ფლოიდის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელა, სადაც ჩანს, რომ პოლიციელს ფლოიდის კისერზე მუხლი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში აქვს დაჭერილი. ისმის დაკავებულის ხმა, რომ სუნთქვა უჭირს.

პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელიც ფლოიდზე ძალადობას ახორციელებდა, 26 მაისს დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

ინტერნეტში ფლოიდის სიცოცხლის ბოლო წუთებში გადაღებული ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, შეერთებული შტატების ათობით ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია