საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ბოლო 12 დღის
განმავლობაში თეთრიწყაროში არ გამოვლენილა კორონავირუსის შემთხვევა.
გახარია განმარტავს, რომ ბოლო შემთხვევა თეთრიწყაროში 22 მაისს
გამოვლინდა.
„22 მაისიდან 4 ივნისამდე, დღევანდელ დღემდე ვირუსის ერთი ინკუბაციის
პერიოდი ანუ 14 დღე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროში
ტარდებოდა ინტენსიური ტესტირება, არც ერთი ახალი შემთხვევა არ
გამოვლენილა. ამ პერიოდში აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და
ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს.
ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს
გახსნის მიმართულებით,“ – ამბობს გახარია და მოუწოდებს თეთრიწყაროს
მცხოვრებლებს მაქსიმალურად დაიცვან სიფრთხილე.
კორონავირუსით ინფიცირების თითქმის ერთდოულად გამოვლენილი 20-მდე
შემთხვევის გამო თეთრიწყარო 26 აპრილიდან ამ დრომდე ჩაკეტილი იყო. 26
აპრილს მოეწყო სამი ბლოგპოსტი და ქალაქში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა
მცირე გამონაკლისების გარდა.