სიახლე
შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი თეთრწიყაროს გახსნასთან დაკავშირებით – გახარია
საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში თეთრიწყაროში არ გამოვლენილა კორონავირუსის შემთხვევა.

გახარია განმარტავს, რომ ბოლო შემთხვევა თეთრიწყაროში 22 მაისს გამოვლინდა.

„22 მაისიდან 4 ივნისამდე, დღევანდელ დღემდე ვირუსის ერთი ინკუბაციის პერიოდი ანუ 14 დღე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროში ტარდებოდა ინტენსიური ტესტირება, არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს.

ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს გახსნის მიმართულებით,“ – ამბობს გახარია და მოუწოდებს თეთრიწყაროს მცხოვრებლებს მაქსიმალურად დაიცვან სიფრთხილე.

კორონავირუსით ინფიცირების თითქმის ერთდოულად გამოვლენილი 20-მდე შემთხვევის გამო თეთრიწყარო 26 აპრილიდან ამ დრომდე ჩაკეტილი იყო. 26 აპრილს მოეწყო სამი ბლოგპოსტი და ქალაქში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა მცირე გამონაკლისების გარდა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია