მარნეულის მერს კიდევ ერთი თანაშემწე ეყოლება
მარნეულის მერისათვის კიდევ ერთი თანაშემწის დამატებასთან დაკავშირებით, მარნეულის მერიის ინიციატივას, მხარი მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 12 ივნისს, გამართულ სხდომაზე დაუჭირა.

სხდომის მსვლელობისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ მარნეულის მერის მეოთხე თანაშემწე იურიდიული პირების მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება.

„სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხებოდა მერიის შ.პ.ს, ა.ა.ი.პ-ების უფრო მეტ კონტროლს დამფუძვნებლის მხრიდან და რეკომენდაცია ითვალისწინებდა მერიის მხრიდან რომელიმე კონკრეტული პირის მიერ კონტროლს რომელიც ფაქტიურად პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნებოდა და შ.პ.ს, ა.ა.ი.პ-ებსა და ჩვენს შორის უფრო ეფექტური იქნებოდა კომუნიკაცია“ - განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს მარნეულის მერის თანაშემწის პოზიციას.



ამ დრომდე მარნეულის მერს სამი თანაშემწე ჰყავდა.

11 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერის ერთ-ერთი თანაშემწისათვის აკიფ ალიევისათვის ხელფასის 250 ლარით გაზრდას მხარი დაუჭირა.

როგორც მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ, 11 მარტს, რადიო „მარენულთან“ თქვა, აკიფ ალიევი პარალელურად სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა და მისი დღის წესრიგი უფრო მეტადაა დატვირთული, ვიდრე დანარჩენი ორი თანაშემწის.

„მას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა შემოსული განცხადებების რაოდენობის, გადარიცხული თანხების და ასევე მონიტორინგის გათვალისწინებით. ამ ყველაფრის შეჯერებით ჩვენ წარვადგინეთ სახელფასო სარგოს მომატების საკითხი რაზეც, საბოლოო ჯამში, საკრებულო დაგვეთანხმა“ - გვითხრა ლაშა ლობჯანიძემ

მარნეულის მერის ყველა თანაშემწეების შემოსავალი, აკიფ ალიევისათვის ხელფასის გაზრდამდე, 1 750 ლარი იყო. აკიფ ალიევის შემოსავალი 2 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ორი თანაშემწის სახელფასო სარგო კვლავ 1 750 ლარი დარჩა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები