წითელსოფელსა და დაშტაფაში საჯარო ტრანსპორტი დაინიშნა
რამდენიმე დღეა რაც მარნეულის ორ სოფელში, წითელსოფელსა და დაშტაფაში, საზოგადიებრივმა ტრანსპორტმა მოძრაობა დაიწყო.

წითელსოფლელი არამ აკოფიანი გვეუბნება, რომ სოფლის მოსახლეობას საჯარო ტრანსპორტის არარსებობა წლების განმავლობაში აწუხებდა.

„სოფელში ბევრი სტუდენტი, სკოლის მოსწავლე და პენსიონერი ცხოვრობს. სხვადასხვა საჭიროებებისათვის მარნეულში უწევთ ჩასვლა და ყოველთვის კილომეტრნახევრის გავლა გვიწევდა რომ მარშრუტკებამდე მივსულიყავით. ახლა თითქმის ყველას სახლთან მოვა“ - გვეუბენება არამ აკოფიანი

წითელსოფელი-დაშტაფა-მარნეულის ხაზზე სამარშრუტო ტაქსი შპს „ექსპრეს ტურისტმა“ დანიშნა. კომპანიის დირექტორი იური სამხარაძე რადიო „მარნეულთან“ ამბობს, რომ მარშუტის დანიშვნა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.

„ჯერ-ჯერობით, ექსპერიმენტს ვატარებთ, შემდგომ დავადგენთ გადაადგილების ზუსტ საათებსა და საფასურსაც. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ხშირად ისარგებლებს მოსახლეობა ტრანსპორტით“ - გვითხრა იური სამხარაძემ

შპს „ექსპრეს ტურისტის“ დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე, წითელსოფელი-დაშტაფა-მარენულის ხაზზე მხოლოდ ერთი მარშუტკა მოძრაობს. გადაადგილების ღირებულება ერთი ლარია.

რადიო „მარნეული“

ფოტო: არამ აკოფიანის ფეისბუქ გვერდიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები