სიახლე
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ქალი მიღებულ ზარალზე საუბრობს
კირაჩ-მუღანლოში მცხოვრები 38 წლის ვუსალა ბაირამოვა, რომელსაც 8 ივნისს კორონავირუსი დაუდასტურდა უკვე გამოჯანმრთელდა. გვიყვება, რომ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მოსავალი გაუფუჭდა. ვუსალა ხუთსულიან ოჯახში ცხოვრობს. ის წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დამლაგებლად მუშაობს, მეუღლე კი მებაღედ. ბაირამოვას თქმით, დამატებითი შემოსავლისთვის მათ კიტრი და კობოსტო მოიყვანეს. თუმცა, მოსავლის მორწყვა ვერ შეძლეს და შრომა წყალში ჩაეყარათ. 

„ჩვენ საავადმყოფოში რომ წავედით ყველაფერი გაფუჭდა, მიხედვა უნდოდა. არც ნებართვა მოგვცეს, რომ ვინმე მისულიყო სახლში და მოერწყათ ჩვენი ნაშრომი. მე ყოველ წელს აქედან 2000 ლარს ვიღებდი. კომბოსტოსგანნ 1000 ლარს ვიღებდი ხოლმე შემოსავალს. ზამთრის სამზადისში მადგებოდა. ამ წელს 1 ლარიც ვერ აციღეთ“.




ბაირამოვა ჰყვება, რომ კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ოჯახის ყველა წევრი კარანტინში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი კოვიდ ინფექცია დედამისსაც დაუდასტურდა, რომელიც მკურნალობას თბილისში გადიოდა.

„ჩვენ მოგვატყუეს, ჩემი საავადმყოფოში წასვლის შემდეგ მეუღლეს უთხრეს რომ 4 დღე თვითიზოლაციაში იქნებოდა და სახლში დარჩებოდა. მერე დედისგან და ბავშვებისგან ანალიზი აიღეს. 1 დღე რომ გავიდა მეზობელი რაჰმან მუსაევი, სოფლის რწმუნებული და სასწრაფო მოსულა. დედა წაიყვანეს. მე მაგ დროს საავადმყოფოში ვიყავი. დედას ველაპარაკებოდი და ვიცინოდით. დედა ახლაც კარგადაა. ამბობს, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს“

„დედა რომ წაიყვანეს, 1 დღის შემდეგ მეუღლე და ბავშვები მოატყუეს და წაიყვანეს. სოფლის გამგებელი მოსულა და უთქვამს რომ 1 საათით ანალიზზე მიყავთ. მეუღლეს უთქვამს თუ კარანტინში მივდივართ ტანსაცმელს ავიღებთ, კარ-ფანჯარას დავხურავთო. უთხრეს, რომ არა არშეიძლებაო, 1 საათში დაბრუნდებითო. არ მისცეს საშუალება რომ ტელევიზორი მაინც გამორთოთ, კარ-ფანჯარაც ღია დარჩა. მე დავურეკე მამიდაშვილს რომ წასულიყო და სახლისთვის მიეხედა. მივიდა და გამორთო ტელევიზორი“.




ვუსალამ თქვა, რომ მისმა მეზობელმა რაჰმან მუსაევმა უთხრა, რომ მოსავალს რწყავდა, მაგრამ როგორც ჩანს, მას არ მოურწყავს. მის მოსვლამდე კი ნათესავებმა მიწის ნაკვეთი მხოლოდ ერთხელ მორწყეს.

„ჩემი მეზობელი რაჰმანი ამბობს, რომ ვითომ ჩვენს მოსავალს რწყავდა, მაგრამ არავინ არ მისულა. მეუღლე რომ საავადმყოფოში წაიყვანეს, მაშინ წიწილებიც პატარები იყვნენ. გერთ დარჩენილან თურმე. მეზობლებს, ნათესავებს შევეხვეწე რომ სახლში წაეყვანათ და მოევლოთ“

ვუსალა ამბობს, რომ დღემდე მის სახლში დეზინფეცია არ ჩაუტარებიათ.

„თუ მე ავად ვარ ჩემს სახლში რატომ არ ჩატარდა დეზინფეცია?! მოსულიყვნენ ჩაეტარებინათ დეზინფეცია. ამის უფლებაც არ ჰქონიათ?! ყველაფერი მათ ხელშია. მე რომ მოვედი სახლის კარი ღია იყო. ხელთათმანი, ნიღაბი ჩავიცვი და სახლში ქლორით გავაკეთე დეზინფექცია“




საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მისი კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ დედის ჯანმრთელობის შესახებ არაფერი იცოდა. ბაირამოვა ამბობს, რომ 1 კვირა არ იცოდა დედა რომელ საავადმყოფოში იყო.

როგორც ვუსალა ბაირამოვა ამბობს, მისი 42 წლის მეუღლე ნიამედდინ ამირასლანოვიც მოტყუებით წაიყვანეს კარანტინში. ნიამედინ ამირასლანოვის თქმით, მან სოფლის რწმუნებულს შესჩივლა თუ რატომ მოატყუეს, რომ კარანტინში არ მიყავდათ. რწმუნებულმა კი ასეთი პასუხი გასცა: „მოვალ და თავს წაგაჭრი“.

„კარანტინში წაყვანის დროს რაჰმანმა და ეჰტირამმა მომატყუეს. მე ვუთხარი, რომ ბავშვებისთვის ტანსაცმელს მაინც ავიღებთქო. მითხრეს არაფერი არ გინდაო. 1 საათში დაბრუნდებიო. ტელევიზორი ჩართული დარჩა, კარ-ფანჯრები ღია იყო, წიწილები კი გრეთ დარჩნენ. სასტუმროში რომ მივედით ეჰტირამს დავურეკე (რწმუნებული), რომ რატომ მომატყუეთ-მეთქი. მე მითხრა „მოვალ და თავს წაგაჭრიო“. სოფლის რწმუნებული ასე უნდა ელაპარაკოს ადამიანს?! მე 3000 ლარი მქონდა ბანკიდან გამოტანილი, ყველაფერი წყალშ ჩაიყარა. კიტრი და კომბოსტო გაფუჭდა. ამინაზღაურონ მაშინ ზარალი. 5 კაციან ოჯახი მე როგორ ვარჩინო ახლა. არც მეზობელ რაჰმანს და არც რწმუნებულს არ აუღეს ანალიზი“




ჩვენ საკითხის გასარკვევად რწმუნებულთანაც ვცადეთ დაკავშირება, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია