სიახლე
ივნისში 118 325 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოვიღეთ – საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ივნისში ქვეყნის მასშტაბით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობითვე, მოცემულ პერიოდში ბრალდებულებისგან სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 118 325 კოლოფი უაქციზო სიგარეტია ამოღებული. ამოღებული სიგარეტის საერთო ღირებულება 375 ათას ლარს აღემატება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია