სიახლე
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლილოს, დინამოსა და ელიავას ბაზრობებზე ტესტირების შედეგად კორონავირუსით ინფიცირების სულ 6 შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე 4731 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, საიდანაც 6 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ტესტირებები ჩატარდა ასევე დინამოსა და ელიავას ბაზრობებზეც.

„ლილოს ბაზრობაზე ტესტირება ჩაუტარდა ყველას, ვინც ამ ეტაპზე მუშაობდა იმიტომ, რომ ზოგიერთმა მათგანმა დაკეტა სავაჭრო ობიექტები. გამოკვლეულთაგან 6 ინფიცირებული ადამიანი იქნა გამოვლენილი პირველ ორ დღეში, შემდეგ აღარ გვქონია ინფიცირების შემთხვევები. 6 დაინფიცირებულის კონტაქტები ანუ ლილოს ბაზრობასთან კვეთა ვისაც ჰქონდა, ასეთი სულ არის 13 ადამიანი. ეს იყო ერთი ოჯახი, რომელიც უკავშირდება მე-16 გარდაცვლილს და ამ ოჯახურ კლასტერს ჰქონდა ლილოს ბაზრობასთან კავშირი. ამის გარდა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტესტირება ჩავატარეთ დინამოს და ელიავას ბაზრობებზე, სადაც 500-500 ადამიანის გამოკვლევა იქნა დაგეგმილი. დინამოს ბაზრობაზე შერჩეული 500 ადამიანიდან 487 გამოვიკვლიეთ და არცერთი არ იყო დადებითი შემთხვევა. ელიავას ბაზრობაზე გამოვიკვლიეთ 436 ადამიანი და აქ პირველი ორი დღის შედეგები იყო უარყოფითი და მესამე დღის შედეგები იქნება დღეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბაზრობაც ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით იქნება კეთილსაიმედო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო მუშაობს ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გეგმაზე კორონავირუსის შემდეგი ტალღებისთვის.

„ახლა ჩვენ ვმუშაობთ სერიოზულ გეგმაზე, ეს არის ე.წ ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გეგმა მეორე, მესამე და შემდგომი ტალღებისთვის ანუ ძირითადად შემოდგომის და იქ გათვალისწინებულია ძალიან ბევრი ნიუანსი. იქ არის როგორც ეპიდზედამხედველობა, ტესტირება, ჰოსპიტლების მზადყოფნა, ასევე, ქვეყანაში დაახლოებით რამდენმა ადამიანმა გადაიტანა და რა არის დაახლოებით ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო: BPN
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია