მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის,
დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს. შესაბამისი
განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის
სხდომაზე გააკეთა.
„იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან
სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო
გადაწყეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს
პროგრამა გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება
ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. იგივე პრინციპით როგორც
აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი
გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. ჩვენს
შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ პროგრამულად შესაძლებლობა
ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“,- განაცხადა
გახარიამ.