სიახლე
ჩინეთში კორონავირუსი იმპორტირებულ გაყინულ საკვებში აღმოჩნდა - ადგილობრივი ხელისუფლება
Reuters ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩინეთის ორ ქალაქში იმპორტირებულ გაყინულ საკვებსა და შეფუთვაზე ახალი კორონავირუსის კვალი აღმოაჩინეს. სააგენტოს ცნობით, შემთხვევის გამო გაიზარდა შიში, რომ, შესაძლოა, დასნებოვნებულმა საკვებმა ვირუსის ახალი ტალღის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბრაზილიიდან იმპორტირებული გაყინული ქათმის ფრთებიდან აღებულ ნიმუშსა და ეკვადორიდან შემოტანილი კრევეტების შეფუთვაზე კორონავირუსი აღმოჩნდა.

ჩინეთმა იმპორტირებული პროდუქტის სკრინინგი პორტებში მას შემდეგ გააძლიერა, რაც წინა დღით COVID-19 ეკვადორიდან შემოტანილი კრევეტის შეფუთვაზე აღმოაჩინა.

შენჟენის ხელისუფლების განცხადებით, ტესტი ჩაუტარდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეხება შეიძლებოდა ჰქონოდა პროდუქტთან. ტესტის პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითი აღმოჩნდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ბრაზილიის საელჩომ პეკინში მედიის შეკითხვებს არ უპასუხა. Reuters-მა ვერც ეკვადორის საელჩოსთან დაკავშირება შეძლო.

„რთულია იმის თქმა, რა სტადიაში გადავიდა ვირუსი გაყინულ ქათამზე“, – განაცხადა ბრაზილიური ხორცის ექსპორტიორმა.

წყარო: publika.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია