მარნეულის მერი შვებულებაში გავიდა
მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა პირველ სექტემბერს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატის როლში წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ მერი შვებულებაშია.

ზაურ დარგალის ერთკვირიანი შვებულება პირველ სექტემბერს დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტს ჯერ-ჯერობით არჩევნების ზუსტი დრო არ დაუსახელებია, მაგრამ სავარაუდოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

მარნეულის მერი ზაურ დარგალი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ვალდებული იქნება, რომ მერის სტატუსი შეიწყვიტოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები