სიახლე
“სარდაფში ნელ-ნელა იშლება ფუნდამენტი” - რუსთაველის N33 კორპუსში მცხოვრებლები მერიის რეაგირების მოლოდინში
კანალიზაცია, ელექტროგაყვანილობა, სათამაშო მოედნის არ არსებობა - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც ქალაქ მარნეულში რუსთაველის N33 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ კანალიზაციის მილები ხშირად იჭედება, რის გამოც არასასიამოვნო სუნი აწუხებთ.

„ კანალიზაციის პრობლემა გვაქვს. სულ იჭედება. სარდაფი ვირთხებით და გველებით არის სავსე. ყველაფერია იქ. პატრონი არ გყვავს. საკუთარი თვალით ხედავთ რა დღეში ვართ", - ამბობს სურაია ჰასანოვა

„მაღაზიაში დღის მეორე ნახევარში კანალიზაციის საშინელი სუნი დგება. აქ შემოსულები სუნს რომ გრძნობენ, უკან ბრუნდებიან. ეს პრობლემა მოავარონ ძალიან გთხოვთ.“, - ამბობს ფირიევა ნაზირა

„მაღალი ძაბვის სადენები ხეზე გადის. აქ, ამ ხის ქვემოთ, ბავშვები თამაშობენ. ეს სადენი შეიძლება ჩამოვარდეს და ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ვწერთ, მივმართავთ და არავინ გვაქცევს ყურადღებას. ეს ხე უნდა მოჭრან".- ამბობს გულეირან ჰასანოვა.



გარდა კანალიზაციისა, ორ თვეზე მეტია, რაც სხვა დანარჩენი პრობლემისს შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას წერილით მიმართა კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ ნანა ჩუბინიძემ. როგორც ის, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, დღემდე პასუხი არ მიუღია და პრობლემა პრობლემად რჩება.

„კიდევ არის ის პრობლემები, რომ სასმელი წყლის ცენტრალური მილი არ გამოცვლილა, რაც ეს კორპუსი დაარსდა. სადარბაზოებში გდადის წყლის მილები, სადაც დაერთებულია საქაჩები, რომელიც მოძველებულია და მთლიანად ჩაშლილია ეს მილები და სასმელი წყლის უმეტესი ნაწილი მიედინება სარდაფში. სარდაფში ნელ-ნელა იშლება ფუნდამენტი და ერთ დღესაც ამ კორპუსის ფატალურ შედეგს დაინახავს როგორც რაიონი, ასევე ხელისუფლება და მერე იტყვიან არ ვიცოდითო. ამიტომ, თქვენი მეშვეობით იცოდნენ, რომ შეიძლება ეს არ მოხდეს ერთ დღეში და ერთ თვეში, მაგრამ კორპუსს, ფაქტობრივად, ძირი გამოთხრილი აქვს. ასევე გვაქვს ის პრობლემაც, რომ ეზო მთლიანად არის გადატვირთული მანქანებით. ბავშვებს აფსოლუტურად არ აქვთ ელემენტარულად ბურთის სათამაშო ადგილი“ - ამბობს ნანა ჩუბინიძე

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ რუსთაველის N33 კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია აქვთ და ეტაპობრივად აგვარებენ, გარკვეული პრობლემები კი, რომელიც მიმდინარეა, შესწავლის პროცესშია. მათი გადაჭრის კონკრეტული დრო უცნობია.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია