404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ხვალიდან აჭარაში საზ.ტრანსპორტი გაჩერდება, რესტორნები 22 საათამდე იმუშავებს
კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი სამთავრობო საკოორიდნაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 25 სექტემბრიდან აჭარაში რესტორნები 22:00 საათის შემდეგ აღარ იმუშავებს, ასევე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშილმა ეს გადაწყვეტილება ეპიდვითარებით ახსნა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგნელის, მარინა ენდელაძის განმარტებით, დღეს, 24 სექტემბერს გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაზე მოდის. მარინა ენდელაძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 18 კრიტიკული პაციენტია, რომელთაგან 8 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, 2 — თბილისში, 2 — გორში, 2 საჩხერეში და ქუთაისში — 3.

24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4399 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

ამავე ვებგვერდის თანახმად, კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62 -ით გიაზარდა და 1705 გახდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 2669 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 640 პირი კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი, დანარჩენები კი კლინიკაში მკურნალობენ.

ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390 ადამიანი.

მთავრობის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით ფართომასშტაბიანი კარანტინები და ეკონომიკური აქტორების შეზღუდვა მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეპიდვითარებიდან გამომდინარეე მიიღება, წერტილოვანი, კონკრეტული გადაწყვეტილებები.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია