გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
28-30 სექტემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო
ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, ჰაერის ტემპერატურა
+27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1-ელ ოქტომბერს გაწვიმდება,
ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და
დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და
ნისლი აღინიშნოს.
„ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია
მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის
ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება,“ - ნათქვამია
ინფორმაციაში.