მარნეულში საკრებულოს დეპუტატმა გზის დაგების აღსანიშნავად შესაწირი დაკლა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა და სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა სოფელ თაზაქენდსა და ბურმაში ახალი გზის დაგების სამუშაოების დაწყების გამო, შესაწირის სახით, ცხვარი დაკლა. როვშან ისკანდაროვმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკუთარ „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ზაურ დარგალმა, რამდენიმე დღის წინ ფეისბუკის გვედზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სოფელ თაზაქენდსა და ბურმაში გზის დაგების სამუშაოები იწყებოდა. აღნიშნა, რომ გზის დაგება ბურმასა და თაზაქენდში  2019 წელს მისი მერობის პერიოდში  წინასაარჩევნო დაპირება იყო.






Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები