მარნეულის N3 საბავშო ბაღში ორ აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქალაქ მარნეულის N3 საბავშვო ბაღში ორი ჯგუფი კორონავირუსის გამო დაიხურა. ინფორმაცია ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა, ზაურ ქარამოვმა დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ, ამ ეტაზე, კონტაქტების ნაწილი თვითიზოლაციაშია გადასული.

„გუშინ ერთი შემთხვევა იყო მესამე საბავშვო ბაღში. ერთი ოჯახის ორი ბავშვი დადიოდა ამ სააღმზრდელო დაწესებულებაში და ორივეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ისინი მარტო პარასკევს იყვნენ ბაღში და იმ დღეს ვინც იყო იმ ჯგუფებში მოსული ყველა გადავიდა თვითიზოლაციაში. ოთხი თანამშრომელიც გადავიდა თვითიზოლაციაში, მეთორმეტე დღეს პისიარ ტესტი ჩაუტარდებათ და ამის შემდეგ გადაწყდება ჯგუფს გახსნის საკითხი“

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ინფიცირებულებს სხვა ჯგფებთანაც ჰქონოდათ კაშირი, ამას ზაურ ქარამოვი გამორიცხავს და ამბობს, რომ სააღმზრდელო დაწესებულებაში ჯგუფების მიმოსვლა ერთმანეთთან მაქსიმალურად შეზღუდულია.

კორონავირუსის დადასტურების გამო, ამ ეტაპზე, დახურულია სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღიც. საბავშვო ბაღის აღმზრდელს კორონავირუსის 16 ოქტომბერს დაუდასტურდა.

ამდრომდე არ მუშაობს მარნეულში არსებული კიდევ 10 ბაღი. ისინი ელექტროღუმელების მიღების მოლოდინში არიან. მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთვის 10 ცალი ელექტრო ღუმელის შესყიდვა მერიას 24 000 ლარამდე უჯდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები