404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ბიზნესმენის ოჯახს ხელ-ფეხი შეუკრეს და დააბეს – ყაჩაღობა წალკაში
რამდენიმე საათის წინ წალკაში ბიზნესმენ ჯონ ედვარ ფადნის ოჯახი დააყაჩაღეს. ოჯახის წევრებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს ხელ-ფეხი შეუკრეს, დააბეს და ოჯახიდან ავტომანქანა, ფული, კომპიუტერი და ტელეფონები წაიღეს.

დაზარალებულების ოჯახში იმყოფება წალკის მერის წარმომადგენელი ბედიანის თემში ზვიად ხაფავა, რომელიც „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ადგილზე ამ წუთებში [23:3] პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ.

ორი ადამიანი იყო და ჰქონდათ ერთი იარაღი. შავი პირბადეები ეკეთათ, რომელიც მხოლოდ სახის ნაწილს უფარავდათ. როგორც დაყაჩაღებული ოჯახი ამბობს, ყაჩაღები ისე შევიდნენ ოჯახში თითქოს სტუმრები იყვნენ, შემდეგ კი ამოიღეს იარაღი. ოჯახის ყველა წევრს ხელ-ფეხი შეუკრეს, დააბეს და წაართვეს ფული, ავტომანქანა, ტელეფონები და კომპიუტერი. ამ დროისთვის ავტომანქანა ნაპოვნია“, – ამბობს მერის წარმომადგენელი.

ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.

როგორც ზვიად ხაფავა ამბობს, უცხოელების ოჯახი სამი წელია, რაც წალკაში დასახლდა. აქვთ მეურნეობა.

batumelebi.netgazeti.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია