404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებისთვის ბრალდებული 2 ადამიანი თბილისში დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობითვის ორი ადამიანი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ", — აღნიშნავენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს და გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გუშინ, 23 ოქტომბერს, ზუგდიდში მანქანა გაიტაცეს და ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გატაცებული მანქანა ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელშია ნაპოვნი.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია