კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან 8 თბილისში დაიღუპა, იმერეთში - 4 და აჭარაში - 2
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილი 14 პაციენტიდან, 8 თბილისში დაიღუპა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმერეთში კორონავირუსით დაიღუპა 4 პაციენტი, აჭარის რეგიონში კი 2.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 215-ს შეადგენს. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 30 303-ს დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები