404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
“ვიზეარი” ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე აქ ბაზას კვლავ აღადგენს – თურნავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ დიდი ალბათობით გაზაფხულზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” ქუთაისში ბაზას ისევ აღადგენს. როგორც დღეს, 29 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, უნგრული ავიაკომპანია ხედავს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ დინამიკას და მისი ეს გადაწყვეტილებაც ამით აიხსნება.

“ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენისა და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ეტაპობრივად. “ვიზეარი” ვარაუდობს რომ მომავალი წლის გაზაფხულის პერიოდში საქართველოში კვლავ აღადგენს ბაზას. [ბაზის გაუქმება] როგორც ადრე ვამბობდი დროებითი გადაწყვეტილება იყო კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული. ბევრ ქვეყანაში მოუწია საავიაციო კომპანიებს და “ვიზეარს” საკუთარი ბაზების შემცირება ან ფრენების შეწყვეტა, თუმცა ახლა ხედავს პოზიტიურ ტრაექტორიას ჩვენი ეკონომიკის განვითარების და აცხადებს, რომ გაზაფხულზე დიდი ალბათობით ბაზა აქ აღდგება,”-აცხადებს თურნავა.

ივლისში როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ვიზიარი” ქუთაისში ბაზას აუქმებდა, მაშინ ნათია თურნავა აცხადებდა, რომ თვითმფრინავების რეალოკაცია წმინდა ტექნიკური საკითხია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვიზეარს თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში იქნება დაყენებული, თუ რომელიმე სხვა ბაზაზე.

“მთავრია, რომ „ვიზეარი“ არსად გადის. კომპანიის განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ელოდება ჩვენს შეტყობინებას. რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, „ვიზეარი“ გააგრძელებს ფრენებს და ამას თავად კომპანია უახლოეს ხანებში დაადასტურებს“, -აცხადებდა თურნავა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარის” ბაზის ქუთაისის აეროპორტში განთავსების შესახებ 2016 წლის 4 თებერვალს გახდა ცნობილი.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია