ქუთაისში “მთავარი არხის” კორესპონდენტის, ირაკლი ვაჩიბერაძის
განცხადებით, უცნობმა პირებმა ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს.
როგორც ნეტგაზეთს ჟურნალისტმა განუცხადა, შემთხვევა ქუჩაში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია პოლიცია.
განახლება: შინაგან საქმეთა სამინსტრო პრესსამსახური აცხადებს, რომ
“მთავარ არხის” ტექნიკა ნაპოვნია, გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.