სამშენებლო ნაგავს შპს "სუფთა მარნეული" სოფლებიდან არ გაიტანს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში 15 დღეზე მეტია ნარჩენებისგან გავსებული ნაგვის ურნები არ დაცლილა.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გვეუბნება, სოფლიდან ნარჩენები ბოლოს არჩევნებამდე გაიტანეს.

„გავსებული ნაგვის ურნების სურათს რომ ვდებთ სოციალურ ქსელში, მერე კომუნალურის თანამშრომლები მოდიან და გააქვთ ნაგავი. ასეთი მდგომარეობა იწვევს დაავადებებს“- ამბობს ადგილობრივი, რომელიც ანონიმურობის დაცვის გარანტით ჩავწერეთ.

„როგორც შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორი, ლერი მუმლაძე აცხადებს, მათ სამსახურს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრა ევალება. სამშენებლო მასალებზე კი მოსახეობამ თავად უნდა იზრუნოს.

„ეგ იქნება სამშენებლო ნაგავი, რომელსაც არ ავიღებთ. ვერ შევაგნებინე ამ ხალხს, რომ არ შეიძლება დაყრა. ვალდებულია ყველა მოსახლე წავიდეს, გადაყაროს ნაგავსაყრელზე და გადაიხადოს ფული“ - თქვა ლერი მუმლაძემ.

მუმლაძე განმარტავს, რომ ალგეთში მათი ნაგავმზიდი მანქანა კვირაში ორჯერ დადის.

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები