404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ბაღდათში მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ, 1 დეკემბერს მოხდა.

როგორც დაზარალებულების შვილი “მთავარ არხთან” აცხადებს, მის 80 წლის მამას თავდამსხმელებმა თანხის გამოძალვის მიზნით სცემეს და თავში იარაღის კონდახი ჩაარტყეს, მოხუცი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაშავებულის მკურნალი ექიმის განცხადებით, კაცს თავში ინტეცერებრული ჰემატომა აქვს და ამჟამად კონსერვაციულ მკურნალობას გადის. იმ შემთხვევაში კი თუ ჰემატომის ზომა გაიზრდება, მას ოპერაციის ჩატარება დასჭირდება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია