404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ძალიან მალე თბილისს ევროპული ტიპის მეტროს ვაგონები ექნება — კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილსს მალე ევროპული ტიპის მეტროს ვაგონები ექნება. ამის შესახებ მან დღეს, 2 დეკემბერს, განაცხადა.

„დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება, ასევე, ვაგონების შესყიდვა. ეს პროცესი მიდის და ძალიან მალე თბილისს ექნება ახალი, ევროპული ტიპის მეტროს ვაგონები. ასევე, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგგან თვითონ ვესტიბიული, ბაქანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბევრი მეტროსადგური საჭიროებს რეაბილიტაციას”,
— განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთია მეტროსადგური „ვარკეთილი“, რომლის დიზაინის შერჩევაც ამ ხნის განმავლობაში “ვერანაირად ვერ მოხდა”.

“გვყავდა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც წარმოადგინა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ უნდა გაკეთებულიყო მეტროსადგური „ვარკეთილი“, თუმცა ის იქნა დაწუნებული, რადგან არ შეესაბამებოდა ჩვენს მოთხოვნებს. შესაბამისად, მინდა, მოვუწოდო დიზაინერებს, დარგის სპეციალისტებს, ვისაც აქვს სურვილი, ჩაერთოს და დაგვეხმაროს ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაში. მხედველობაში მაქვს მეტროსადგურის დიზაინის პროექტი“, — აღნიშნა კახა კალაძემ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია