404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ქვეყნები, საიდანაც დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მათი განცხადებით, 15,9%-ით მეტია 2019 წლის დეკემბერზე.

"უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94,8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95% მოდიოდა", — აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება:
  • რუსეთი — 40,71 მილიონი აშშ დოლარი;
  • იტალია — 31,82 მილიონი აშშ დოლარი;
  • საბერძნეთი — 22,42 მილიონი აშშ დოლარი;
  • აშშ — 22,31 მილიონი აშშ დოლარი;
  • ისრაელი — 15,52 მილიონი აშშ დოლარი;
  • თურქეთი — 9,90 მილიონი აშშ დოლარი;
  • უკრაინა — 9,51 მილიონი აშშ დოლარი;
  • გერმანია — 8,32 მილიონი აშშ დოლარი;
  • აზერბაიჯანი — 5,79 მილიონი აშშ დოლარი;
  • ესპანეთი — 4,76 მილიონი აშშ დოლარი;
  • საფრანგეთი — 3,23 მილიონი აშშ დოლარი;
  • ყაზახეთი — 2,85 მილიონი აშშ დოლარი;
  • პოლონეთი — 2,64 მილიონი აშშ დოლარი;
  • ბრიტანეთი — 1,96 მილიონი აშშ დოლარი;
  • ირლანდია — 1,92 მილიონი აშშ დოლარი;
  • კანადა — 1,76 მილიონი აშშ დოლარი;
  • ყირგიზეთი — 1,47 მილიონი აშშ დოლარი;
  • სომხეთი — 1,20 მილიონი აშშ დოლარი;
  • კვიპროსი — 1,12 მილიონი აშშ დოლარი.
ეროვნული ბანკის ცნობითვე, დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 24,7 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2019 წლის დეკემბეზე 3,4%-ით ნაკლებია.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია