404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
პარლამენტი დღეიდან სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს
პარლამენტი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.

28 იანვრის სხდომაზე კი, კომიტეტი პარლამენტის დანარჩენი, 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე იმსჯელებს. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტისგან შემდეგი დეპუტატები ითხოვენ: - თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ცეზარ ჩოჩელი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, დილარ ხაბულიანი, მამუკა ხაზარაძე, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თემურ ჯანაშიას, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხი, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, სწორედ ოპოზიციონერთა მანდატების შეწყვეტა იქნება.

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან 54-მა დაწერა. მათგან სამს: - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თედორაძეს მანდატი უკვე შეუწყდა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია