404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
რუსთავში ავტომობილი კორპუსის მიშენების ბოძს შეეჯახა
რუსთავში, კომენდანტის საათის დროს მსუბუქი ავტომობილი გზაზე არსებულ ყინულზე მოცურდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და საცხოვრებელი კორპუსის მიშენების ბოძებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიშენების რამდენიმე ბოძი ჩამოინგრა.

დაშავებული მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და მეხანძრე-მაშველების ეკიპაჟები მუშაობდნენ.

დამატებით ინფორმაციას reprort.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია