ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული
ინფორმაციით, ჩხუბი 10-12 წლის მოზარდებს შორის მოხდა.
თვითმხილველების თქმით, დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წინ არასრულწლოვანთა ორმა ჯგუფმა იჩხუბა.
დაახლოებით 10-12 წლის ბიჭები იყვნენ და ერთ-ერთი დაჭრეს. დაჭრილი
მოძრაობდა, თუმცა მდგომარეობა რამდენად რთულია, არ ვიცი, არც
მომხდარის მიზეზი ვიცი",- აცხადებს თვითმხილველი.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.