სიახლე
ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრემიერის მრჩეველად ვაზილ ჰუდაკი დაინიშნა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი წარადგენა.

ღარიბაშვილმა დღეს, 7 მაისს, წარდგენისას თქვა, რომ ჰუდაკი სხვადასხვა პერიოდში იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე სლოვაკეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი.

“ბატონი ვაზილი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. როცა ის იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, მაშინ ის ხშირად სტუმრობდა საქართველოს. ის ასევე კარგად იცნობს ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. მან უკვე გამართა შეხვედები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან. მისი ამოცანაა უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. ის აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორტეტულ საინვესტიციო პროექტებზე,” — განაცხადა ღარიბაშვილმა.

2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა თითქმის 53%-ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით და 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2006 წლიდან დღემდე ეს არის ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. მეტიც, 2009 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ წელს ქვეყანაში უფრო მეტი, 666.8 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა ინვესტიციების სახით. 2021 წლის პირველი კვრატლის მონაცემები საქსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, უცნობია, რა ოდენობის უცხოური ინვესტია განხორციელდა მიმდინარე წელს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია