შულავრელები გარე განათების ჩართვას ითხოვენ

მარნეულის სოფელ შულავრის მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში გარე განათება გაუკეთეს, მაგრამ ამ დრომდე შუქი არ ჩაურთავთ.

მთი თქმით, ორ თვეზე მეტია, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დაასრულა, მაგრამ განათება არ ჩაურთავთ.

„ჩვენ შუქის პრობლემა გვაწუხებს. 2 თვე და 10 დღეა შუქი არაა. მივმართეთ და გვეუბნებიან მოვალთ და გავაკეთებთო. მანქანას ველოდებითო, მაგრამ დღესაც არ მოსულან“ - ამბობს შულავრელი კაცი

„შუქთან დაკავშირებით რამდენჯერ მივმართეთ, მაგრამ არ დაინტერესებულან. დიდი ხანია შუქი არაა, ასე როგორ შეიძლება. საღამოს ისე ბნელა გარეთ ვერ გავდივართ, არადა გველებითაა სავსე აქაურობა“ - ამბობს შულავრელი ქალი

შულავრელი ზალიმხან რუსტამოვი ამბობს, რომ ელეტრობოძები ავარიულ მდგომარეობაშია. მისი თქმით, ძლიერი ქარის ან წვიმის დროს ელექტროკაბელების პრობლემაც იქმნება რის გამოც რამდენიმეჯერ სახლში ტექნიკაც გაფუჭდა.

„აი, ნახეთ ის ბოძი უკვე წაიქცა. რამდენჯერ შევატყობინე, ამბობენ გავაკეთებთო. მაღალი ძაბვაა და მერე სახლში ტექნიკა არ გაგვიფუჭოს. სახელმიწფოსაგან ვერაფერს ვერ ვითხოვთ. ესენი მაინც მოაშორონ. ადამიანი უნდა მოკვდეს რომ წაიღონ? ტექნიკა არ აქვთ რომ მოაგვარონ ეს? ახლა 140 ოჯახი სიბნელეში უნდა იყოს“

შულავრის მაცხოვრებელბი აცხადებენ რომ სასმელი წყლის პრობლემაც აწუხებთ. მათი თქმით, გაზაფხულსა და ზაფულში წყალს კვირაში სამჯერ აწვდიდნენ. ყოველ ჯერზე წყალი 1 საათი მოდის და მერე ისევ კეტავენ, რაც მოსახელობას არ ყოფნის.

საკითხის გასარკვევად შულავრის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელს დავუკავშირდით. მერიის წარმომადგენელი მაჰირ მამედოვი რადო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სოფლის პრობლემების შესახებ ინფორმაცია აქვს. მისი თქმით, დღეს გარე განათების პრობლემის მოსაგვარებლად ტექნიკა უკვე მოვიდეს. მაჰირ მამედოვი იმედოვნებს, რომ პრობლემა დღეს მოგვარდება.

„მანქანები შულავრის მიმართულებით არ მუშაობდნენ. დღეს არის სასმელი წყალიც და სარწყავიც. უბრალოდ სეზონია ახლა და მოთხოვნილება დიდია მაგიტომ წყალი არ ყოფნის.წყალი მიაწოდება ისე როგორც სხვა თვეებში. უბრალოდ ახლა მოთხოვნილება დიდია. ესეც განვიხილეთ და დავამატებთ რომ მოგვარდეს პრობლემა“. - აცხადებს მაჰირ მამედოვი

მაჰირ მამედოვმა ასევე განაცხადა, რომ სოფელში არსებულ ავარიულ ელექტრობოძებთან დაკავშირებით ენერგოპროს უკვე მიმართეს. მისი თქმით, კომპანიისაგან მიიღო პირობა, რომ პრობლემას ახლო მომავალში მოაგვარებენ.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები